რუსთავში ინკუბატორში ხანძრის შედეგად 3000 წიწილა დაიწვა

01:56, 03.09.2018

რუსთავში, მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორი დაიწვა. ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამწვარია 3 000 წიწილა და 600 კვ.მ. ფართობი.

„ძლიერი ხანძრის გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელ სახლსა და სათავსოზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული“, – აცხადებენ უწყებაში.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახური.

მსგავსი