რუსთავში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

11:55, 09.05.2018

რუსთავში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

რუსთავის მერიისგან ქალაქში მცხოვრებ ომის მონაწილეებს 150, მათთან გათანაბრებულ პირებს კი 80 ლარის ოდენობით თანხა ჩაერიცხათ.

რუსთავის მერი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ომის მონაწილეებს სადღესასწაულო სადილზე უმასპინძლებს.

მსგავსი