რუსთავში გიორგი (გოგა) ცინცაძის ნამუშევრების მემორიალური გამოფენა გაიმართა
რუსთავში გიორგი (გოგა) ცინცაძის ნამუშევრების მემორიალური გამოფენა გაიმართა

რუსთავში გიორგი (გოგა) ცინცაძის ნამუშევრების მემორიალური გამოფენა მოეწყო.

ექსპოზიციაში აბსტრაქციის ჟანრში ტილოზე და მუყაოზე შესრულებული 38 ნამუშევარია.

გოგა ცინცაძე 10 წლის განმავლობაში ამერიკაში მოღვაწეობდა და მისი ნამუშევრები პოპულარობით სარგებლობდა.

გოგა ცინცაძე ერთი წლის წინ, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების ამერიკიდან ოჯახმა ერთი თვის წინ ჩამოიტანა.

ღონისძიება რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.