რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ცდილობენ [ვიდეო]

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ცდილობენ. ცეცხლი უკიდია გარე ბაზარს, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდებოდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, დამატებითი ძალები თბილისიდან მიემართებიან.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 800-900 კვ. მ. ფართობი.