რუსთავში ძლიერმა ქარმა მერიის შენობას სახურავი გადახადა [ფოტო]
რუსთავში ძლიერმა ქარმა მერიის შენობას სახურავი გადახადა [ფოტო]

რუსთავში ძლიერმა ქარმა მერიის შენობას სახურავი გადახადა. რამდენიმე ადგილზე ქარმა შენობის სახურავს თუნუქის ფურცლები ახადა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან და 19 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი. კერძოდ, მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლის სახით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი.