რუსთავში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ ავტომობილი დააზიანა
რუსთავში, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩებზე ძლიერი ქარის შედეგად ხეები დაზიანდა. ერთ-ერთ ქუჩაზე წაქცეულმა ხემ ავტომობილი დააზიანა.
რუსთავის მერიის „რუსთავსერვის ცენტრის“ ინფორმაციით, უამინდობის გამო დაკეტილია რუსთავის ცენტრალური პარკიც, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს.
