რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს
რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვი, რვა წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი, თბილისში გადმოიყვანეს. ისინი მკურნალობას ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გააგრძელებენ.

როგორც ჟურნალისტებს კლინიკა „რუსთავის“ მორიგე ექიმმა, ლევან ფსუტურმა განუცხადა, აფეთქების შემდეგ კლინიკაში 11 პაციენტი შეიყვანეს, მძიმე მდგომარეობაში იყო გოგონა, რომელსაც ჭრილობები მუცლის არეში ჰქონდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რაც შეეხება 12 წლის ბიჭს, მას ჭრილობები ფეხის არეში აღენიშნებოდა.

ლევან ფუსტურის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშვებული ექვსი პაციენტი რჩება.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში აფეთქება დღეს მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 12 ადამიანია დაშავებული.