რუსთავში დაკარგული 15 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა
რუსთავში დაკარგული 15 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა

15 წლის გოგონა, რომელსაც რუსთავში მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, მოზარდი თავს კარგად გრძნობს.

გოგონას ბებიას პოლიციაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.

მოზარდი რუსთავში, ბებიასთან ერთად ცხოვრობს. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის განმარტებით, გოგონა დღეს სკოლაში არ მისულა.