რუსთავში ცხრასართულიანი კორპუსიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა
რუსთავში ცხრასართულიანი კორპუსიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა

რუსთავში, ლეონიძის N4-ში ცხრასართულიანი კორპუსიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე სართულზე ორი არასრულწლოვანი ფოტოს, ე.წ. სელფს იღებდა, როდესაც ერთ-ერთი მოზარდი კორპუსიდან გადმოვარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც პირველ არხს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, თვითმხილველები დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.