რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა

19:45, 09.03.2019

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ორი წლის ბავშვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” ავარიული ბრიგადა.

მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ქალაქის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მსგავსი