რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ოთხი ადამიანი მოიწამლა
რუსთავში  ბუნებრივი აირის ნამწვით ოთხი ადამიანი მოიწამლა

რუსთავში, თოდრიას პირველი ჩიხში, საცხოვრებელ ბინაში, ბუნებრივი აირის ნამწვით ოთხი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოწამლულებიდან ორი – 10 და 11 წლის ბავშვები არიან.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვები რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, მშობლები კი, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.

როგორც სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, ინტოქსიკაცია ძლიერი არ იყო, პაციენტებს შესამამისი დახმარება გაეწიათ და დილით სახლში გაწერეს. ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მიზეზი გაუმართავი გამათბობელი იყო.