რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

19:58, 14.02.2019

რუსთავში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, 37 წლის ასაკის ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს უგონო მდგომარეობაში დახვდა, 14 წლის მოზარდი კი, კონტაქტური იყო.  ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე, დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი