რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ცხრა ადამიანი მოიწამლა
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ცხრა ადამიანი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ცხრა ადამიანი მოიწამლა.

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ინტოქსიკაცია ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღეს, ახმეტელის ქუჩაზე კი ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, მოწამლულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტი შეიყვანეს. ყველა მათგანი ამ დროისთვის გაწერილია.