რუსთავში, ბავშვთა სახლის აღმზრდელს ნასვამმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
რუსთავში, ბავშვთა სახლის აღმზრდელს ნასვამმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

რუსთავში, ბავშვთა სახლ „თბილი სახლის” აღმზრდელს ნასვამმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ნასვამი სამი მამაკაცი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ აუზში ბანაობას ითხოვდა.

ბავშვთა სახლის თანამშრომლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც მამაკაცების გაღიზიანების და ურთიერთშელაპარაკების მიზეზი გახდა.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, დადგენილია იმ პირთა ვინაობა, ვინც აღმზრდელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.