რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ერთი ადამიანი დაშავდა რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შარტავას გამზირზე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ჯერ შუქნიშანზე გაჩერებულ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, შემდეგ კი გაჩერებაზე მდგარ მამაკაცს, ასევე იქვე მდგომ მანქანებს შეეჯახა.

დაშავებული ქვეითად მოსიარულე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა შარტავას გამზირზე.