რუსთავში ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა
რუსთავში ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა.

დაშავებული ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რა ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.