რუსთავში ავტომობილი 17 წლის გოგოს დაეჯახა
რუსთავში ავტომობილი 17 წლის გოგოს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე „ნისანის“ მარკის ავტომობილი 17 წლის გოგოს დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, გოგონა სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და გზაზე გადასვლას აპირებდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.