რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილავენ
რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილავენ

რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილავენ. სამოქალაქო აქტივისტებს და რუსთავის მცხოვრებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა ხვდებიან.

შეხვედრაზე საუბარია არსებული საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურებაზე, ასევე მეორადი ზეთის გადამამუშავებელ საწარმოზე, რომლის მშენებლობა დავით გარეჯის ქუჩაზე იგეგმება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, რუსთავში უკვე ჩატარდა საწარმოების მასშტაბური ინსპექტირება, მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება, ქალაქში განთავსდა მონიტორინგის სადგურიც. თანდილაშვილი ამბობს, რომ ქალაქში ეკოლოგიური ფონი ეტაპობრივად გაუმჯობესდება.