რუსთავში ამოწმებენ სოკოს საწარმოს, რომელიც სავარაუდოდ ქალაქში უსიამოვნო სუნის მიზეზია
რუსთავში ამოწმებენ სოკოს საწარმოს, რომელიც სავარაუდოდ ქალაქში უსიამოვნო სუნის მიზეზია

გარემოს დაცვის სამინისტროს ქვემო ქართლის სამმართველო რუსთავის მიმდებარედ არსებულ სოკოს საწარმოს   ამოწმებს. მიზეზი ბოლო პერიოდში ქალაქში არსებული უსიამოვნო სუნია, რომელიც რუსთაველთა დიდ ნაწილს აწუხებს.

ადგილობრივების განმარტებით, უსიამოვნო სუნი ქალაქში 5-6 დღეში ერთხელაა. საწარმოში ე.წ. კომპოსტს თავად აწარმოებენ, სუნიც სავარაუდოდ მაშინ არის, როცა კომპოსტი დუღილს იწყებს. საწარმოსთან იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები. მათ ცოტა ხნის წინ საწარმოს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. დასაქმებულები შიშობენ, რომ საწარმო დაიხურება და სამუშაო ადგილების გარეშე დარჩებიან.

სოკოს საწარმოსთან იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლები. ისინი საწარმოში შესვლას და მის შემოწმებას გეგმავენ.