რუსთავში ახლად რეაბილიტირებული ლიტერატურული სკვერი და პირველი მუსიკალური სასწავლებლის დარბაზი გაიხსნა
რუსთავში ახლად რეაბილიტირებული ლიტერატურული სკვერი და პირველი მუსიკალური სასწავლებლის დარბაზი გაიხსნა

რუსთავში, ახლად რეაბილიტირებული ლიტერატურული სკვერი გაიხსნა.

ლიტერატურული სკვერის რეაბილიტაცია რუსთავის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის მარტში დაასრულა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ორ სხვა მცირე რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, 191 585 ლარით დაფინანსდა.

კიდევ ერთი კულტურული დანიშნულების ობიექტის, რუსთავის ერთ-ერთი ისტორიული შენობის, პირველი მუსიკალური სასწავლებლის ახლადრეაბილიტირებული დარბაზიც გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ინფრასტრქტურის და რეგიონული განვითარების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

პირველი სამუსიკო სასწავლებლის უნიკალური აკუსტიკის მქონე დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდა, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და რუსთავის ბიუჯეტიდან 529 001 ათასი ლარით დაფინანსდა.

პირველი მუსიკალური სასწავლებელი-ხელოვნების სკოლა, 1961 წელს აშენდა და ის ქალაქის ერთ-ერთი უძველესი შენობაა. შენობის ფასადების რესტავრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.