რუსთავში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიჭრა, მეორეს კი ტვინის შერყევა აღენიშნება

01:28, 24.12.2018

რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ახალგაზრდა დაჭრეს.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ​საავადმყოფოში რჩება.

ამასთან, კიდევ ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი