რუსთავში ახალგაზრდა წყვილს რამდენიმე მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
რუსთავში ახალგაზრდა წყვილს რამდენიმე მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

რუსთავში ახალგაზრდა წყვილს რამდენიმე მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც დაზარალებულები ყვებიან, რუსთავში, იალღუჯის მთის მიმდებარედ, დოლიძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ რა დროსაც უცხო მამაკაცები მიუახლოვდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე სამი პირი იდენტიფიცირებულია.