რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებულ ახალგაზრდას ჭრილობა ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.