„რუსთავში“ ახალ საფეხბურთო პროექტს ესპანელი მწვრთნელი განახორციელებს #1TVSPORT

17:16, 15.09.2026

რუსთავში ფეხბურთის ახალი ეპოქა იწყება, საფეხბურთო აკადემიაში ესპანელი სპეციალისტი აგუსტინ ვარა სანჩესი იმუშავებს, რომელიც ახალ პროექტს უხელმძღვანელებს – ინფორმაციას „რუსთავის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ საერთაშორისო აკადემია იწყებს მასშტაბურ ტრანსფორმაციას. გუნდს უერთდება ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი – აგუსტინ ვარა სანჩესი, რომელიც სათავეში ჩაუდგება სრულიად ახალი, თანამედროვე სპორტული სისტემის შექმნასა და დანერგვას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული ნიჭიერი მოთამაშე განვითარდება. ეს არ არის უბრალოდ ყოველდღიური ვარჯიში – ეს არის გამართული სისტემა, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებს აძლევს შანსს, დიდ შესაძლებლობებსა და პროფესიულ მომავალს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ახალი პროგრამა ემყარება ევროპულ გამოცდილებას და მეთოდოლოგიას, რომლებსაც წამყვან აკადემიებში იყენებენ. „რუსთავში“ აპირებენ პროფესიონალური სკაუტინგის დანერგვას.

მთავარი კი ტალანტების მხარდაჭერა და ინდივიდუალური განვითარებაა – ასაკობრივ თავისებურებებზე მორგებული ფიზიკური, ტაქტიკური და მენტალური მომზადება. ამაში „რუსთავს“ ევროპულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობაც უნდა დაეხმაროს.

გათვალისწინებულია გაცვლითი პროექტები და საზღვარგარეთ ტურნირებში მონაწილეობა. ეს ყველაფერი კი აკადემიიდან პროფესიულ ფეხბურთამდე პირდაპირი გზა იქნება.

მსგავსი