რუსთავში აფეთქებისას დაშავებული გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა
რუსთავში აფეთქებისას დაშავებული გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა

თბილისის ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალში მოთავსებული რვა წლის გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების განმარტებით, რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები სტაბილურია და პაციენტი ქირურგიულ ჩარევას აღარ საჭიროებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გოგონა ამ დრომდე რჩება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე, ნარკოზის ქვეშ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად რვა წლის გოგონამ მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება მიიღო. ის შოკური მდგომარეობით მიიყვანეს რუსთავის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. აფეთქების დროს დაშავებული სამი ადამიანი ამ დრომდე მკურნალობას კლინიკა „რუსთავში“ განაგრძობს. კიდევ ერთი პაციენტი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რუსთავში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი მცირეწლოვანია.