რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი, ლევან ხარაშვილი აცხადებს, რომ რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ქირურგის თქმით, მოზარდს გუშინ ტერფზე ოპერაცია გაუკეთდა და ამჟამად ბავშვი პალატაში სტანდარტულ მკურნალობას გადის.

ექიმის განცხადებით, პაციენტს მარცხენა ტერფზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, ასევე დაზიანებული აქვს ქუსლის ძვალი და კუნთები. ექიმის ცნობით, თუ 4-5 დღის განმავლობაში რაიმე სახის გართულებას არ ექნება ადგილი, პაციენტს კლინიკიდან გაწერენ.