რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავში, 21 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარასკევს იაშვილის კლინიკაში მყოფი 12 წლის ბიჭის   ბინაზე გაწერა იგეგმება. ასევე სტაბილურია რეფერალურ ჰოსპიტალში მყოფი 8 წლის  გოგონას მდგომარეობა, ის საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

ქალაქ რუსთავში 21 ოქტომბერს მუშები ავტოფარეხის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რა დროსაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.