რუსთავში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. თავისუფლების მოედნიდან 9 აპრილის მემორიალამდე მსვლელობით მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩოხოსნები ეროვნული დროშით, ასევე ის რუსთაველებიც, რომლებიც 30 წლის წინ 9 აპრილის ღამის მოვლენების თვითმხილველები იყვნენ.
მსვლელობა, 9 აპრილის მემორიალთან დასრულდა, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ანსამბლმა „მე რუსთველმა“ ქართული საგალობლები შეასრულა.
