რუსთავში 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსთავში 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავში 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ დაუდასტურა.

პაციენტი რუსთავის საავადმყოფოში არსებულ ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის ცნობით, მანამდე კორონავირუსი ქალის მეუღლეს გამოუვლინდა, 84 წლის ქალი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

პაპუნა ბახტაძის განცხადებით, ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უკვე გადაყვანილია ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში.

„ეს ქალბატონი იყო საკარანტინო ზონაში. არის ცნობილი წყაროს კონტაქტი. მისი მეუღლე ამ ეტაპზე იმყოფება კოვიდკლინიკაში. გუშინ შემოიყვანეს საკარანტინო ზონიდან ჰიპერტენზიით, არც სიცხე ჰქონდა, არც ხველა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსის სიმპტომები არ ჰქონდა გამოხატული, მას მაინც ჩაუტარდა კვლევა, სწრაფად მოხდა დიაგნოსტირება და დადებითი პასუხი მოვიდა. ის ასევე სწრაფად იქნა ტრანსპორტირებული იმ ცენტრში, სადაც მკურნალობენ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს“, – აღნიშნა პაპუნა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი