რუსთავში 81 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
რუსთავში 81 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

რუსთავში 81 ოჯახს წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთვარობამ 8 აპრილს მიიღო. საცხოვრებელი ფართები აღნიშნულ ოჯახებს ნომინალურ ფასად, ერთ ლარად გადასცეს.

მთავრობის დადგენილებისა და კანონით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია პირადად მიაწოდეს რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

როგორც აღინიშნა, რუსთავში საცხოვრებელი ფართები უკვე 183 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში. ამ ეტაპზე, რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში ფართის დაკანონების კანონით გათვალისწინებული პროცედურები 161 ოჯახის განაცხადზე მიმდინარეობს. იმ 81 ოჯახს კი, რომლებსაც ფართების გადაცემის შესახებ დღეს აცნობეს, ბინის კანონიერი მფლობელობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.