რუსთავში 54 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი აშენდება
რუსთავში 54 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი აშენდება

რუსთავში, მე -11 მიკრორაიონში 54 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი  აშენდება. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სამება” შეასრულებს, რომელთანაც მერიამ დღეს ხელშეკრულება გააფორმა.

პროექტის ღირებულება 824 439 ლარს შეადგენს.

დღეს რუსთავის მერიამ კიდევ ერთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. შპს „ჰერიო” მომავალი კვირიდან მშვიდობის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას დაიწყებს, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 1 221 776 ლარი დაუჯდება.