რუსთავში 16 წლის გოგო ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა
რუსთავში 16 წლის გოგო ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში 16 წლის გოგო ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, გაზის ინტოქსიკაციის შედეგად გოგონამ გონება დაკარგა, სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა პაციენტი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან გაჟონა.

დაზარალებულის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.