„რუსთავმა“ თურქული შეკრება დაასრულა - ბოლო ტესტმატჩი ტრავმების გამო ჩაიშალა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“, რომელიც ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად ემზადება, თურქულ შეკრებაზე ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა ვერ გამართა – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მეხუთე ამხანაგური მატჩი ტაშკენტის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ უნდა გამართულიყო, მაგრამ მეტოქე გუნდის მოთამაშეების ტრავმების გამო, გაუქმდა.
ამით „რუსთავმა“ თურქულ შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. ვარლამ კილასონიას გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე ოთხი მატჩი გამართა:
„ტერმეზ სურხონი“ – „რუსთავი“ 1:0
„ბალტი“ – „რუსთავი“ 1:1
ყარაგანდას „შახტარი“ – „რუსთავი“ 0:0
„ისლოჩი“ – „რუსთავი“ 0:1
გუნდი სეზონის დაწყებამდე მზადებას რუსთავში განაგრძობს. ჩემპიონატის განახლებამდე კიდევ რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვაა დაგეგმილი – მეტოქეებზე ინფორმაცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება.