"რუსთავმა” კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა
"რუსთავმა” კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა

თურქულ შეკრებაზე საფეხბურთო კლუბმა ”რუსთავმა” კიდევ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა და ორივე რუსეთიდან ჩამოიყვანა.

29 წლის ნახევარმცველ გიორგი გაბულოვს რუსეთის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბში უთამაშია – მოსკოვის ”ლოკომოტივში”, ”ანჟიში”, ”ალანიაში”, ”როსტოვში”, “კრილია სოვეტოვში”, ბოლოს კი პირველი ლიგის ”სკა-ხაბაროვსკში” გამოდიოდა. იყო რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. მისი ძმა, ვლადიმირ გაბულოვი ბელგიური კლუბის, ”ბრიუგეს” მეკარე და რუსეთის ნაკრების კანდიდატია.

მეორე ახალწვეული ტარას ცარიკაევი გახლავთ: რუსულ პრემიერლიგაში გამოსვლის გამოცდილება 28 წლის მცველსაც გააჩნია – ის ”ლოკომოტივისა” და ”ალანიას” ფეხბურთელი იყო. 2014 წელს, რუსთაველთა ახლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა იური გაზაევმა ყაზახურ ”აქტობეში” მიიწვია. ცარიკაევი ბოლოს ”ორენბურგში” ირიცხებოდა.

შეკრებაზე “რუსთავმა” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. იური გაზაევის გუნდი შვეიცარიის რეგიონული ლიგის “ნატერსს” დაუპირისპირდა.

რუსთაველები ზაზა ციცქიშვილმა დააწინაურა, მეორედ მეტოქის კარგი გუნდის ახალწვეულმა თემურ ჩოგაძემ აიღო და საბოლოოდ, ”რუსთავმა” 2:0 გაიმარჯვა.

”რუსთავი”: სეფიაშვილი, გუჯაბიძე, სალუქვაძე, ბრაჭული, ცარიკაევი, პაპავა, ზვიადაძე, ციცქიშვილი, სილაგაძე, ჩოგაძე, ქავთარაძე.

შეცვლაზე: ქარდავა, ბარაბაძე, სიჭინავა, ცინცაძე, გაბულოვი, გორელიშვილი, კლიმიაშვილი.

“რუსთავი” ბოლო საკონტროლო მატჩს 25 თებერვალს გამართავს, 26-ში კი გუნდი საქართველოში გამოემგზავრება.