„რუსთავმა“ ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი წარადგინა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა, „რუსთავმა“ ლუკა პარკაძე წარადგინა – 21 წლის შემტევის ტრანსფერი გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ლუკა „დინამო თბილისის“ აღზრდილია. იჯარით „თელავშიც“ უთამაშია. 2023 წელს მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. 2023/24 წლების სეზონი იჯარით ავსტრიულ „ადმირა ვაკერში“ გაატარა, ბოლოს კი ასევე ავსტრიულ კლუბ „აუსტრია ზალცბურგში“ თამაშობდა.
პარკაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ამჟამად კი 21-წლამდელთა ეროვნული გუნდის წევრია. ლუკას მომავალს თბილისის „იბერიას“ უკავშირებდნენ, რადგან გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ საბოლოოდ „რუსთავში“ ჩაირიცხა.