რუსთავის თეატრში ჩვიდმეტი სკოლის მიერ მომზადებული ვიდეორგოლის „არა ბულინგს” პრეზენტაცია გაიმართა

15:02, 06.12.2018

საზოგადოებრივი პროკურატურის მიერ ინიცირებულ პროექტში რუსთავი  აქტიურად მონაწილეობს.

ჩვიდმეტი  სკოლის მიერ მომზადებული ვიდეორგოლის „არა ბულინგს” პრეზენტაცია რუსთავის მუნიციპალური თეატრის შენობაში გაიმართა.

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ბულინგის შესახებ ვიდეორგოლების კონკურსში გამარჯვებული უნდა გამოავლინოს, რომელიც 27 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში გამართულ დასკვნით კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ასევე გამოვლინდებიან მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

გასულ წელს ქვეყნის მაშტაბით, გამარჯვებული ვიდეორგოლის ავტორი რუსთავის 28- ე საჯარო სკოლა გახდა.

მსგავსი