რუსთავის სკვერში ყოფილი კაფეს შენობა დაიწვა
რუსთავის სკვერში ყოფილი კაფეს შენობა დაიწვა

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე სკვერში მდებარე ყოფილი კაფეს შენობა დაიწვა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შენობაში ცეცხლი წუხელ გვიან ღამით გაჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კაფეს შენობა რამდენიმე წელია მიტოვებულია და აღარ ფუნქციონირებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.