რუსთავთან მდებარე დასახლებიდან რამდენიმე ადამიანი მაშველებს ნავებით გამოჰყავთ

22:28, 22.07.2018

რუსთავის შესასვლელთან, გარდაბნის ტერიტორიაზე მდებარე კერძო დასახლება დაიტბორა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე წყალი 30-40 სანტიმეტრამდეა.

მათივე ცნობით, სახლებში ჩარჩენილი იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და ისინი ახლა მაშველებს სამაშველო ნავებით გამოჰყავთ.

მსგავსი