რუსთავის სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა განახლდა
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა განახლდა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, ბაზრის დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე იკითხება.
მამუკა ცხოვრებაძე ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ის არის პირველი, ვინც მოკლული სამსონ ქუთათელაძე მისივე კაბინეტში ნახა.
მამუკა ცხოვრებაძე დეტალურად იხსენებს 15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს.
დღესვე სასამართლოში კიდევ სამ მოწმეს დაკითხავენ.