რუსთავის სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა განახლდა

14:25, 08.11.2018

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა განახლდა.

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, ბაზრის დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე იკითხება.

მამუკა ცხოვრებაძე ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ის არის პირველი, ვინც მოკლული სამსონ ქუთათელაძე მისივე კაბინეტში ნახა.

მამუკა ცხოვრებაძე დეტალურად იხსენებს 15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს.

დღესვე სასამართლოში კიდევ სამ მოწმეს დაკითხავენ.

მსგავსი