რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან თეიმურაზ აბაზოვის მხარდამჭერები აქციას მართავენ 
რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან თეიმურაზ აბაზოვის მხარდამჭერები აქციას მართავენ 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მარნეულის ყოფილი მერის თეიმურაზ აბაზოვის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები აბაზოვის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ აქვთ ლოზუნგები „დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი, თავისუფლება თემურ აბაზოვს“.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში  თეიმურაზ აბაზოვის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აბაზოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.

მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილის თქმით, ისინი ბრალდებულის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, ნაკლებად მკაცრით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 40 ათას ლარიან გირაოს შესთავაზებენ.

მარნეულში მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.