რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ მაია შოშიაშვილი დაინიშნა
რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ მაია შოშიაშვილი დაინიშნა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ვაკანტურ ადგილზე მოსამართლე, მაია შოშიაშვილი დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ ფარული კენჭისყრით მიიღო. 13 მომხრე, ერთი წინააღმდეგი, ასეთია კენჭისყრის შედეგი.

მოსამართლე მაია შოშიაშვილი ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ ვაკანსიაზე დანიშვნის სურვილი სულ ხუთ მოსამართლეს ჰქონდა, რომელთაც გასაუბრება საბჭოს გასულ კვირას გაიარეს, გადაწყვეტილების მისაღება კი ერთი კვირით გადადო.