რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
სასამართლოში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი თავმჯდომარეობს, პროცესს ოთხივე ბრალდებული ესწრება.
მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ამავე საქმეზე, ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.