საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რუსთავში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შვიდი უბნის გადათვლის შედეგად ოქმში არსებული ციფრები დალუქულ დოკუმენტაციას დაემთხვა
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რუსთავში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შვიდი უბნის გადათვლის შედეგად ოქმში არსებული ციფრები დალუქულ დოკუმენტაციას დაემთხვა

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი რუსთავის შვიდი უბნის (27; 29; 31; 36; 37; 68; 76) მონაცემები გადათვალეს. ხმების გადათვლა უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

როგორც რუსთავის მეოცე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა განაცხადა, უბნების გადათვლის შედეგად ოქმში არსებული ციფრები დალუქულ დოკუმენტაციას დაემთხვა.

„პროცესმა ჩაიარა გამჭირვალედ, კანონის შესაბამისად. საარჩევნო კომისიამ შეერჩევითობის პრინციპით გამოავლინა შვიდი უბანი, რომელიც გაიხსნა საჯაროდ, შედარდა ოქმში არსებული ციფრები დალუქულ დოკუმენტაციას და დაემთხვა ერთმაენთს ყველაფერი. შვიდივე უბანი გადათვლილი, შედარებულია“, – განაცხადა  გაგა აფციაურმა.

გადათვლის პროცესს ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ უფლებამოსილი პირები, საარჩევნო სუბიექტები და მედიის წარმომადგენლები.