რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი.

კენჭისყრის შედეგად, შეროზიამ 18 ხმა მიიღო. მას „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და საკუთარი კანდიდატურა არ დაუსახელებია „ქართულ ოცნებას“.

რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 16, „ნაციონალური მოძრაობის“ 16 და პარტია „საქართველოსთვის“ სამი დეპუტატია.

დატოვე კომენტარი