რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს.

გადაწყვეტილება საკრებულოს წევრმა, ცოტა ხნის წინ მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.

ლევან ონიანის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან „ქართული ოცნება“ დატოვა.

პარტიიდან წასვლის შესახებ ონიანმა 12 აგვისტოს განაცხადა. ის „სახალხო პარტიას“ შეუერთდა.

ლევან ონიანმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ ღირებულებებს უღალატა და პარტია ამიტომ დატოვა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს.