რუსთავის საკრებულოს დეპუტატებს ორკვირიანი თვითიზოლაციის ვადა დღეს ამოეწურათ

11:47, 11.04.2020

რუსთავის საკრებულოს დეპუტატებს ორკვირიანი თვითიზოლაციის ვადა დღეს ამოეწურათ. ამ პერიოდში თვითიზოლაციაში მყოფ 20-მდე დეპუტატს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდათ.

ისინი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. ის 26 მარტს საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდა, ორ დღეში კი ვირუსი დაუდგინდა.

დაინფიცირდნენ დეპუტატის მშობლები და ორი მცირეწლოვანი შვილი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობის კურსს გადიან.

მსგავსი