რუსთავის პირველ სკოლასთან პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული
რუსთავის პირველ სკოლასთან პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული

რუსთავის პირველ საჯარო სკოლასთან საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება.

სკოლაში სასწავლო პროცესი ამ დროისთვის შეწყვეტილია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რუსთავის პირველ საჯარო სკოლაში სამართალდამცველები შეტყობინების საფუძველზე იმყოფებიან და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.