რუსთავის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
რუსთავის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს რუსთავში, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, გოგებაშვილის, კლდიაშვილის, მეგობრობის, თოდრიას, თბილისის, ლერმონტოვის და მიმდებარე ქუჩებზე;

აგრეთვე ელექტროენერგიის მომარაგება შეეზღუდება ქალაქის საავადმყოფოს, ბავშვთა საავადმყოფოს, პროკურატურას, საპატრულო პოლიციას და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციაში.