რუსთავის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
რუსთავის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რუსთავის მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.

ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „თუთარჩელამ“ გააფორმა. ნაძვის ხის ანთებამდე დარჩენილი წამები ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილებმა ერთხმად დაითვალეს. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.

რუსთავის საახალწლო სოფელში სადღესასწაულო ღონისძიებები 10 დეკემბრიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით, ყოველდღე ახალი პროგრამით გაიმართება. 6 იანვარს, საშობაოდ კი, „ქართული ხმები“ და ჯგუფი „რეგიონი“ კონცერტს გამართავენ.